პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ მიასნიკოვიჩს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი.  ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მეგობრული კავშირები საუბრის მთავარი თემები იყო.

 გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას და საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ვიზიტების დინამიკას მიესალმება.

 შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც ახლო მომავალში იგეგმება.

 საუბრისას ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის როლს, რომლის თანათავმჯდომარეებად ცოტა ხნის წინ ბელარუსისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.