უცხოეთი
„ქართული ეროვნული ლეგიონი“ დონბასში მიემგზავრება

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. „ქართული ეროვნული ლეგიონის“ ლეგიონერები „ატო“–ს ზონაში (ანტიტერორისტული ოპერაცია – ასე უწოდებენ კიევში სამხედრო მოქმედებებს დონბასში), მიემგზავრებიან, – იუწყება უკრაინული მედია.

 ლეგიონერებმა ხელი მოაწერეს უკრაინის შეიარარეულ ძალებში სამსახურის კონტრაქტს „ატო“–ს დროს, ლეგიონი 25–ე მოტოქვეითი ბატალიონის „კიევსკაია რუს“ შემადგენლობაშ შევიდა.

 „ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოლებენ არა მარტო საქართველოს, არამედ აშშ–ის მოქალაქეებიც. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებთან უკრაინის ბრძოლას უერთდებიან სხვა უცხოელებიც, მაგალითად, ბრაზილიელები“, – ირწმუნება „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური მამულაშვილი.