პოლიტიკა
"მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა პასუხს გასცემდა კარასინს“ - გიორგი მარგველაშვილი

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტი მარგველაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატს აკრიტიკებს და გრიგორი კარასინის განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, პრაღის ფორმატი დასაკონკრეტებელია და დაზუსტებას საჭიროებს.

 პრეზიდენტი ამბობს, რომ კარასინი და აბაშიძე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ და არა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რადგან ამას ფორმატი არ ითვალისწინებს.

 „ასეთი ტიპის განცხადებებს, თუ ეს პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი, პრაღის ფორმატშივე. ის არის პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი, მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.