რელიგია
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფოტმი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2016 წლის 19 მარტს, ჩაფიძის კლინიკაში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა დიდი ქართველი მიღვაწე, სწავლული და განმანათლებელი, მცხეთის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორი, საქართველოს ეკლესიის კალენდრის რედაქტორ - შემდგენელი, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პოლიტრეპრესირებული ყოფილი მიროპოლიტი გაიოზი (ერისკაცობაში ბიძინა კერატიშვილი).
დაკრძალვა - დღეს. 22 მარტს, სამშაბათს, სამთავროს დედათა მონასტერში.
უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი ღირსეულ მამულიშვილს, რომლის ცხოვრება და მარტვილობა ოქროს ასოებით ჩაინერგება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში!
„საქინფორმის“ რედაქცია