რელიგია
"თქვენ ვისი ან რისი პრეზიდენტი ხართ? გეკითხებით, რას ნიშნავს მდიდარი სექსი?" - არქიმანდრიტი ანთიმოზი

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. არქიმანდრიტი ანთიმოზი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შემდეგ გაკეთებული განცხადებისთვის აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს:

 "ღია წერილი “პრეზიდენტ” გიორგი მარგველაშვილს! დიდმარხვის პირველი კვირაა. რა განცხადებებს აკეთებთ? თურმე ყველანაირი სექსი გაქვთ?! სხვანაირად შეიძლება ამ უმსგავსოების მხარდაჭერა. პირველ რიგში ამხილეთ ნაციონალური მოძრაობა, ვინც შექმნა ეს სიბინძურის მანქანა. თქვენ ვისი, ან რისი პრეზიდენტი ხართ? გეკითხებით, რას ნიშნავს მდიდარი სექსი? არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)".