რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბიძინა ივანიშვილს ორცოლიანობას რომ აბრალებდნენ, ეს არ იყო პირად ცხოვრებაში ჩარევა?! მაშინ რატომ არ აღშფოთდით, უმადურო მოღალატეებო?!

  „დასავლეთმა ზუსტად გათვალა თანამედროვე ქარველი საზოგადოების სუსტი წერტილი - ამპარტავნობა, ერთმანეთის გაუტანლობა და ამბიციები, რომელიც ჩვენ, ქართველებს, გონებაზე მეტი გვაქვს!“ - „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი გავრცელებული ფარული ჩანაწერების მორალურ და ტექნიკურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

 - ბატონო არნო, თუ არ ვცდები, თქვენ სამი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს ფარული ჩანაწერების საჯაროდ ჩვენებას სთხოვდაით...

 - ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ეს სკანდალი დღეს არ მოხდებოდა! 2013 წლის 21 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მივმართე, სადაც მოვთხოვე, ფარული ჩანაწერები ეჩვენებინა არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, რაოდენ მძიმე და ამაზრზენი სანახავიც უნდა ყოფილიყო ეს! ქართველ საზოგადოებას ჰქონდა უფლება, ენახა და სცოდნოდა ეს საშინელება! განა ზემოდჩამოთვლილები ისეთივე წევრები არ არიან, როგორიც ყველა დანარჩენი?! ან იქნებ მათ არ ჰყავთ მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, რომ ეს ფაქტები სხვებისთვის გაემხილათ?!

 მაშინაც ვიცოდით, რომ  12 888 აუდიო-ვიდეოჩანაწერის უამრავი ასლი არსებობდა და ისინი წინა ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ჰქონდა! ისიც ვიცოდით, ნაც-ანალური ელიტა როგორ ერთობოდა ამ ვიდეოების ყურებით, როგორ აჩვენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დიდ კაბინეტებში მათი თანამშრომლების მიერ ჩადენილ და გადაღებულ გმირობებს კუდ–ის, სოდ-ის და სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებს.

 შარშან, თსუ-ში რომ შევხვდი, გავაფრთხილე ღარიბაშვილი - თუ ამ ჩანაწერებს ფართო საზოგადოებას არ გააცნობთ, მერე ოპონენტები თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ და უსუსურობაში დაგადანაშაულებენ-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი! დღეს უკვე მოვლენებზე კონტროლი დაკარგულია - დისკები გავრცელებულია, მთავარი დამნაშავე კი ოდესაში ზის! 

 - როგორც ამბობენ, იმ თანამშრომლებიდან ბევრი დღემდე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს...

 - ამიტომაც ვამბობ - მაშინ, როცა დამნაშავეები არ დასჯილან, რა აზრი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ეგზემპლარების განადგურებას, რომლებიც, ამასთან, დანაშაულის ნივთმტკიცებებს წარმოადგენდა?! ახლა არ მითხრათ - წამების ამსახველი ჩანაწერები არ განადგურებულა, ხოლო ბოზობა და პედერასტობა, თუნდაც ცნობადი სახეების, დანაშაული არ არისო! ბოდიში, მაგრამ ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული ჩაწერა, თვალთვალი, ამ სცენების დადგმა არ არის დანაშაული?! არის! ხომ არ დასჯილა არავინ - ორგანიზატორები, ოპერატორები და სხვა ტექნიკური შემსრულებლები?! არა! ხო და, მაშინ დანაშაულის ნივთმტკიცებებს რატომ ვანადგურებთ?!

 - უფრო კონკრეტულად, რა ვიდეოებს გულისხმობთ?

 - მხედველობაში მაქვს 54 დისკი, რომლებზეც პირადი ცხოვრების ფრაგმენტებია ასახული და 304 დისკი, რომლებიც მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიციის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე ფარულად გადაღებულ კომპრომატებს შეიცავდა. გახსოვთ, ალბათ, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ როგორ გაასაჯაროვეს ნაც-ანალებმა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები, ბესელია ქუცნაშვილზე რომ ლაპარაკობდა და ღარიბაშვილი - ხიდაშელზე. აკი, იძია შური ხიდაშელმა - ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაატოვებინეს!

 ღარიბაშვილს ვუთხარი - იმავეს გააკეთებენ 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, თუ ამ ჩანაწერებს ფართო საზოგადოებას არ გააცნობთ, ქართველი ხალხი სააკაშისტური მედიასაშუალებების მიერ შექმნილი ჭორების ტყვეობაში დარჩება, ხოლო ეს ვიდეოები კვლავ მასების ცნობიერებით მანიპულირების იარაღი იქნება და შემდგომში აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთი რევანშისტული მიზნებისთვის-მეთქი!

 - ფაქტია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველმა ფარულმა ვიდეოჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა...

 - იცით, რა მაინტერესებს? ნუთუ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ჯოგად მიიჩნევს?! განა ივანიშვილის მთავრობაც რჩეულებად და პლებეებად ყოფს მას, როგორც ამას სააკაშვილის ნაცმოძრაობა აკეთებდა?!

 მეორე საკითხია - რამდენად მიზანშეწონილია იმ პიროვნებების თანამდებობებზე დატოვება, რომელთა გარყვნილი სექსუალური გართობის კადრები ვნახეთ და რომლებიც გარყვნილ ცხოვრებას დღემდე ეწევიან?! ეს ხომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მათმა კოლეგებმაც შეიტყვეს, რომლებთანაც  საქმიანი კონტაქტები აქვთ?! რით განსხვავდებიან ისინი სააკაშვილისგან, რომელსაც გარყვნილი ცხოვრების გამო დავცინით?!

 - კი ბატონო, წამების კადრებზე გეთანხმებით, მაგრამ პირადული ცხოვრება ხომ ხელშეუხებელია, ბატონო არნო?

 - რას მელაპარაკებით! განა წამების კადრები ამავე დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ არის? ვისთვის წამებაა, და ვისთვის - სექსი! განა არ ჩანს, ვინ არის ამ საშინელ კადრებზე? განა იმ გაუპატიურებული მამაკაცების ცხოვრება არ გაანადგურეს?! გამოდის, თუ ჩვეულებრივი ადამიანია, არა უშავს, აიტანს, ხომ?! მაინცდამაინც მინისტრი, ჟურნალისტი ან სხვა ცნობილი სახე უნდა იყოს, რომ მთელი ბოზმონდი და ბნელიტა „აღშფოთდეს“?! ამ ცნობადი სახეების დიდი ნაწილი კი მიშაზე ნაკლებ გარყვნილები არ არიან და ეს სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცოდა! სწორედ რომ ამათ უხარიათ და ისინი ერთობიან ამის ყურებით - ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს სად აქვს ფუფუნება - კომპთთან იჯდეს ამ კადრებს მოლოდინში და მერე ჩაწეროს?! ქართველი ხალხი ლუკმა პურის საშოვარზეა მთელი დღე გამოსული და რომც ნახოს - ჭეშმარიტი ქართველი ადამიანისთვის ეს იმდენად ამაზრზენია, რომ ბოლომდეც არც უყურებს, დარწმუნებული ვარ! მაგალითად, მე გავთიშე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმდენად არაესთეტური და გულისამრევია...

 და კიდევ - რატომ არ არის დღემდე გამოქვეყნებული სიები სამეგრელოს სამალავებიდან?! ვის მოკვლას აპირებდნენ ნაც-ანალები 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში? რა თემაზე ლაპარაკობდნენ ჯალათი და მსხვერპლი, როგორ აიძულებდნენ თანამშრომლობას - როგორც უბრალო, ისე მთელი საქართველოსთვის ცნობილ ადამიანებს? ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ სექსის დროს ფარულად გადაღებული წყვილები მართლა შეყვარებულები იყვნენ! ერთ-ერთი მათგანი  კუდ-ის დავალებას ასრულებდა - სქესობრივი კავშირი დაამყარებინეს და ეს ყველაფერი ჩაწერეს!

 - ანუ, თქვენ ამბობთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩაწერა გადაბირებული აგენტების დახმარებით მოხდა?

 - რა თქმა უნდა. სადაც “ა“-ს ამბობ, იქ “ბ“-ც უნდა თქვა! ამას ვთხოვდი ირაკლი ღარიბაშვილსაც. დღემდე დიდ პატივს ვცემ მას, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათ ძალებს აღემატებოდა...

 გასაგებია, ამ ფირების გამომზეურების შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა პარლამენტის დარბაზში ნაც-უმცირესობის და უმრავლესობის ერთად ყოფნა, დადგებოდა  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, მაგრამ სადაც ძაფი წვრილია, იქ უნდა გაწყდეს! - ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე “რებრენდირებულ“ ბოროტმოქმედებთან თანაცხოვრება -კოჰაბიტირება!

 ათას კლდეზე გადამხდარ ცნობად სახეებს მივმართავ: საქართველომ დღემდე უფლის რწმენით მოაღწია და არა ევროატლანტიკური ლგბტ ორიენტაციით! ყველა კონცერტზე, გამოფენაზე, კინოში თუ თქვენს შემოქმედებით საღამოებზე ამას მღერით, ამას ამბობთ, ამას აჩვენებთ და ამით ტრაბახობთ! კარგი და ევროპული, მაგარი და დასავლური არაფერი შექმნილა აგერ უკვე 25 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში!

 მაშ, რატომ მიისწრაფვით დასავლეთისკენ და ამბობთ, რომ ევროპელები ხართ?! და თუ მართლა ევროპელები ხართ, რატომ გრცხვენიათ თქვენი ბოზობის და პედერასტობის, ღალატისა და ლესბოსელობის?! ეს ხომ მათი თავისუფლებაა, ევროპული ფასეულობაა?!

 რატომ ხართ „აღშფოთებული“ ამ ვიდეოკადრების გავრცელებით, თქვე მართლა მოღალატეებო? განა ესეც დასავლური სტანდარტები არ არის?! განა მათი პრეზიდენტები, პირველი ლედები, მინისტრები, კანცლერები და მერები ბოზები, ლესბოსელები და პედერასტები არ არინ?! ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, პარიზის და ნიუ-იორკის მერები, რომელი ერთი დაგისახელოთ?!

 მათგან შორს არც ჩვენი მარგველაშვილი წასულა - სირცხვილით დავიწვი, როცა ჩემი ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტის საიტი გავხსენი და „პირველი ლედი“-ს მაგივრად,  „პრეზიდენტის მეგობარი ქალი“ წავიკითხე! „კარალევა მარგომ“ ცოლი ივანიშვილის ხვეწნა-მუდარის მერე შეირთო...

 „სვეტსკობაზე“ რომ დებთ თავს, ამ დროს კი 2 წიგნი არ გაქვთ წაკითხული, რატომ ვერ აგიტანიათ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ლამაზი ქართული ტრადიციული ოჯახები?! იმიტომ, რომ თქვენს ოჯახებში ვისი ხე ვის ბაღშია, ვერ გაიგებ. ბიძინა ივანიშვილს ორცოლიანობას რომ აბრალებდა „რუსთავი-2“ და ნაც-მედია, ეს არ იყო პირად ცხოვრებაში ჩარევა?! მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა, რატომ არ აღშფოთდით, უმადურო მოღალატეებო?! მაშინ რატომ არ ატეხეთ განგაში - მინისტრები ხართ. NJO-ები თუ „ეს შენ გეხება“-ს „სასტავი“?! რისი იმედი გქონდათ - ივანიშვილის ოჯახის დანგრევის?! თუ მაშინ „ეს თქვენ არ გეხებოდათ“?!

 - ბატონო არნო, ბევრი პირადი შეუთავსებლობისა და სხვა მიზეზების გამო ეწევა ამგვარ ცხოვრებას, ზოგს დაბადებიდან აქვს ჰომოსექსუალური მიდრეკილება, ასე მარტივად არ არის საქმე...

 - იცით, რას გეტყვით?! უნდა გქონდეს იმის შნო, რომ გულახდილად აღიარო ეს! და თუ მორალს ღალატობ და ტრაკიდან იქოქები, მაშინ არ უნდა გქონდეს ერის მამობაზე და დედობაზე პრეტენზია, მენტორული ტონით მორალს არ უნდა მიკითხავდე ტელეეკრანიდან ყოველ დღე -  პოლიტიკოსი ხარ, საზოგადოებრივი თუ კულტურის მოღვაწე, უფლებათადამცველი თუ მედია-მენეჯერი!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2016 წლის 21 მარტი
საქინფორმი, თბილისი