უცხოეთი
ერდოღანის ცოლმა სულთნების ჰარემს ქალებისთვის „ცხოვრების სკოლა“ უწოდა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანის განცხადებით, რომელიც მან ანკარაში, პირდაპირ ეთერში, მაღალი ტრიბუნიდან გააკეთა, “ჰარემი სკოლას წარმოადგენდა სულთანის ოჯახის წევრებისათვის და ქალებს ცხოვრებისათვის ამზადებდა”.

ქმრის მსგავსად, ემინეც ფუნდამენტალისტი მუსულმანია, რაც, ოსმალეთის იმპერიის დროინდელი სულთანატის აღტაცებასთან ერთად, არასოდეს დაუმალავს.

თურქეთის პირველი ლედის განცხადებამ საპროტესტო კომენტართა ქარიშხალი გამოიწვია სოციალურ ქსელებში. ქალებმა შეახსენეს ემინეს, რომ ჰარემში წიგნი არ იყო, ამიტომ განათლებაზე საუბარი ამ კონტექსტში უცნაურია.