უცხოეთი
პესკოვმა უარყო მედიის ცნობა იმის შესახებ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია რუსეთს 38 მილიარდი რუბლი დაუჯდა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. სირიაში სამხედრო ოპერაცია რუსეთს 38 მილიარდი რუბლი დაუჯდა. ამის შესახებ გამოცემა РБК იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ხარჯების ძირითადი ნაწილი - 33,7 მილიარდი რუბლი ავიაიერიშებზე დაიხარჯა. 167-დღიანი ოპერაციის განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა 8,6 ათასზე მეტი საბრძოლო ფრენა განახორციელა. 2,4 მილიარდი რუბლი დაიხარჯა “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვებაზე - სულ განხორციელდა 48 რაკეტის გაშვება. ასევე გათალისწინებულია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის გადახდილი ფინანსური კომპენსაცია და განადგურებული სამხედრო ტექნიკის ხარჯები. რუსული მხარის იფიციალური ინფორმაციით, სულ დაიღუპა სამი რუსი სამხედრო.

აღნიშნულ ინფორმაცია უარყო კრემლმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.