აქტუალური
საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას სთხოვენ, "არ უღალატოს უნივერსიტეტს და არ გადადგეს".
პროფესორ-მასწავლებლების პრესკონფერენციის პარალელურად, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა, შესასვლელ კართან მობილიზებული იყო იმ სტუდენტთა ნაწილი, რომლებიც არ იზიარებენ სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნას ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით და - პირიქით, თვითმმართველობის დაშლას და რეორგანიზაციას ითხოვენ.
„პაპავა უნდა იყოს მყარად, უნდა მიხედოს უნივერსიტეტს, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.