უცხოეთი
პუტინმა შოიგუს 15 მარტიდან სირიიდან რფ–ის ძირითადი ძალების გამოყვანის დაწყება უბრძანა

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. რუსეთი სირიიდან თავისი სამხედროების გამოყვანას 15 მარტიდან საგანგებო რეჟიმში იწყებს. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე გასცა. დახურულ შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ.

 "ვთვლი, რომ ჩვენი მიზნები და ამოცანები მიღწეულია",-განაცხადა პუტინმა.

 პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯარების გამოყვანის პროცესი სირიის ლიდერთან შეთანხმებულია.

 შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰაერო და საზღვაო სამხედრო ძალები სირიაში გასული წლის 30 სექტემბრიდან ბრძოლობდნენ.