რელიგია
ილია მეორემ მრევლს შენდობის დღე მიულოცა

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. 13 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და შენდობის დღე მიულოცა.

უწმიდესის თქმით, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, 18 საათზე სვეტიცხოველში ანდრია კრიტელის კანონი შესრულდება.

ილია მეორემ გურგულიანების გვარი დალოცა და რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

უწმიდესმა მრევლს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.