აქტუალური
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ტელეარხ Al Arabiya-ს ინფორმაციით, ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია. სირიაში მომუშავე ორგანიზაციების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური ქალაქ ელ რაქასთან ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის თუ დაკავების შესახებ მედიაში ცნობები პერიოდულად ვრცელდება. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში განხორციელებული ოპერაციისას ომარ ალ-შიშანი მოკლეს, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.