საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი: “მოკლედ, სიტუაცია კატასტროფულია, კრიზისი და არმაგედონი ხელისუფლებაში! თქვენ თუ აკვირდებით, რაც ეს კაცი წავიდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა… ერთი ალთას ექაჩება, მეორე ბალთას… პარლამენტში სიტუაცია კალაძის შარვალზე ჭრელია, მინისტრთა კაბინეტი კალაძის ”ტიგროვი კეტასებს” დაემსგავსა. ნაცებმა აიშვეს, რესპებს მადა მოემატათ… მოკლედ, დომხალი!
კარგი იქნებოდა, დაბრუნებულიყო და ყველაფერი ისე აეწყო და დაელაგებია, როგორც იყო მის წასვლამდე! თორე აღარაა საშველი… ძლიერი ხელია საჭირო!!! და არა ისეთი ლიბერასტული, როგორიც დღეს. თორე დაგვენგრა 2012 წლის მონაპოვარი და გაფრინდა ყველა ოცნება და გასკდა საპნის ბუშტივით!
P.S. თინა ხიდაშელს: არ ჯობდა ღარიბაშვილს ეგინებინე, ვიდრე ეხლა როგორც ხარ?”