პოლიტიკა
“ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კოალიცია, მთავარ სუბიექტად დაასახელა რესპუბლიკური პარტია და მთავრობაშ მიიწვია რესპუბლიკელები და არა თოფაძე!“

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი.  ასე გამოეხმაურა "მრეწველთა" ლიდერ გოგი თოფაძის განცხადებას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი."

 „ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ძალიან კონკრეტული ამოცანით - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რამდენადაც მათ ეს შეუძლიათ, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს.

 ზუსტად იგივე თქვა პრემიერ-მინისტრმაც, რომ ეს არის კოალიციის საწინააღმდეგო ქმედება. ეს არის იმ მმართველი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებები, რომლის წევრებიც თვითონ არიან და რომელსაც ღიად აქვს დეკლარირებული საკუთარი არჩევანი ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით. ეს კოალიციის საწინააღმდეგო სისტემური კამპანიაა. ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან...

 ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კოალიცია, რომლის მთავარ სუბიექტად დაასახელა რესპუბლიკური პარტია. მთავრობაში გოგი თოფაძე არ დაუპატიჟებია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და არც შემდეგ მთავრობებში დაუპატიჟებია ორ პრემიერ-მინისტრს გოგი თოფაძე", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.