პოლიტიკა
„ეკონომიკურ ურთიერთობებში ესპანეთი დაინტერესებულია საქართველოთი, როგორც რეგიონული ჰაბით“ - ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი - თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა.