პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიღება გაიმართა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

აშშ-ის ელჩმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები გადასცა, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს.