საზოგადოება
ლადო ბურდული: "მიხარია, რომ გამოვფხიზლდი და გზების ძებნა დავიწყე ამ ნაგვისა და ნოვატორული სასაკლაოდან თავის გამოსაყვანად"

axali-weliახალი წელი მოდის და უკვე დაიწყო საახალწლო კონცერტებისთვის მზადება. ახალი წლის ღამეს ტრადიციული კონცერტი თავისუფლების მოედანზე უკვე დაგეგმილია, თუმცა, როგორც წესი, მასში მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებული შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობს.

მომღერალი ლადო ბურდული საქინფორმის შეკითხვაზე, როდის ჰქონდა ბოლო კონცერტი საქართველოში და აქვს თუ არა კონცერტი უახლოეს დღეებში, ასე გვპასუხობს:

- გამომდინარე იქიდან, რომ მე რატომღაც "ნონ გრად პერსონ" ვარ ყველა მთავრობისთვის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავის ვენატრები. პირადი ინიციატივები კი ამ მიმართულებით უკვე მხოლოდ დასავლეთისკენ მაქვს მიმართული. აქ მოვრჩი ჩემს მოღვაწეობას, შეიძლება ასეც ითქვას.

– ამგვარი დამოკიდებულება თქვენი პოლიტიკური შეხედულებებითაა განპირობებული? არ გწყდებათ გული, რომ საქართველოში, როგორც თქვენ ამბობთ, მოღვაწეობას მორჩით?

ძალიან რთულია ამის გამო ჩემი დანაღვლიანება, თუ გავხედავთ იმ გზას, საიდანაც მე მოვდივარ. პირიქით, მიხარია, რომ გამოვფხიზლდი და სწორი გზების ძებნა დავიწყე ჩემი შემოქმედებისა და პიროვნების ამ ნაგვისა და ნოვატორობის სასაკლაოდან გასაყვანად.