პოლიტიკა
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს"- ილია II

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.

 "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს მალე მოხდება. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია“, - განაცხადა პატრიარქმა.

 უწმინდესის თქმით, ამ პრობლემაზე ვლადიმერ პუტინთანაც ჰქონდა საუბარი და ის გადაუჭრელი არ უნდა დარჩეს.

 ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალიომ კი აღნიშნა, რომ საქართველო მალე უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.