პოლიტიკა
„21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

 „საქმე ეხება ისეთი სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი...ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენექნება ბუნებრივი აირი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით,  მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს სამ პროექტს – პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დაისახავს მიზნად და განახორციელებს.