პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა შონ ო’სალივანთან სამუშაო საუზმე გამართა

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს სამუშაო საუზმეზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ შონ ,სალივანთან გამართა.

 საუბარი შეეხო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ დაგეგმილია პროექტების განხორციელება ქვეყნის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის:  საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ენერგეტიკა და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შონ ო,სალივანს  ADB-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

 სამუშაო საუზმეს  აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში და მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ.