პოლიტიკა
“ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში“ – ბოჰუსლავ სობოტკა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი.  ეს განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბოჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 „ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერას.

 ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, მტკიცე მხარდაჭერითა და დახმარებით საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე: ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ასევე წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დაადასტურა კიდეც კომისიამ თავის საბოლო ანგარიშში, და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც საქართველოს ერთგულებისა და რეფორმების გზაზე დაუღალავი შრომის დამსახურებულ აღიარებას”,  - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.