პუბლიკაციები
საია ქვეყანაში მიმდინარე “რეიდებს” ეხმიანება

 საიას სამართლებრივი დახმარებისთვის მომართა მოქალაქემ. იგი 18 თებერვალს “რეიდის” დროს დაკავეს პოლიიცისათვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ დაკავება იყო უსაფუძვლო. იგი მოგვიანებით ხელწერილს საფუძველზე გაათავისუფლეს. სასამართლოში აღნიშნული პირის ინტერესებს საია დაიცავს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. რეიდი მიმდინარეობს. საიას თბილისის, ასევე რეგიონული ოფისები გამოთქვამენ მზადყოფნას, მოქალაქეებს გაუწიონ სამართლებრივი დახმარება, თუ მათი უფლებები შეილახება რეიდის განხორციელების დროს.

 მოგვმართეთ:

1. თბილისი კახიძის #15 ტელ: 2 99 50 76

2. რუსთავის ოფისი

მისამართი: რუსთავი კოსტავას #15ა/5

ტელ: (0341) 255337

3. გორის ოფისი

მისამართი: სტალინის ქ. #19, ბინა # 1, ს.ი. 1400

საკონსულტაციო ტელეფონი: (0370) 272646

4. დუშეთის ოფისი

მისამართი: რუსთაველის ქუჩა #29 ს.ი. 1810 საკონსულტაციო ტელეფონი: (0 415) 22 77 70

5. თელავის ოფისი

მისამართი: .თელავი 26 მაისის ქუჩა #13 2200

საკონსულტაციო ტელეფონი (0350) 27 13 71;

6. აჭარის ფილიალი

მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ N 89

საკონსულტაციო ტელეფონი: (0422)276668

7. ოზურგეთის ოფისი

მისამართი: გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #25/10 ს.ი. 3500 საკონსულტაციო ტელეფონი: (0 496) 27 31 38

8. ქუთაისის ფილიალი

მისამართი: ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას ქ. #11, ს.ი. 4600

საკონსულტაციო ტელეფონი (0 431 ) 24 11 92;

9. ზუგდიდის ოფისი

მისამართი: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. #3,

საკონსულტაციო ტელეფონი/ფაქსი (0415) 227770

. რეიდის დროს მოქალაქის უფლებები და პოლიციის ვალდებულებები :

სპეციალური საპოლიციო ღონისძიების (ე.წ. “რეიდის”) განხორციელების წესსა და საფუძვლებს განსაზღვრავს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი.

პოლიციის მიერ “რეიდი” ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. “რეიდის” განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას გამოსცემს მინისტრი. რის შედეგად, პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით ხორციელდება შემოწმება.

პოლიციელის შემოწმება ხორციელდება პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ. პირის შემოწმება - პირის შემოწმება უნდა მოხდეს მხოლოდ ზედაპირულად, რომელიც გულისხმობს მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების შემოწმება - ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება უნდა მოხდეს ზედაპირულად, რომელიც გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას. სატრანსოპრტო საშუალების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი საბარგულის ზედაპირული დათვალიერებაც.

აუცილებელია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ჩხრეკას ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ჩხრეკა და ამოღება ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები და მეთოდები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეხებლობისა და საკუთრების უფლებას. საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.