პოლიტიკა
„სუბარის განცხადება, რომ სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილებს სახელმწიფო დაჩქარებული წესით აძლევს სტატუსს, არის ღალატის ტოლფასი“ – კახა ძაგანია

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებასთან დაკავშირებით „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

 “დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადება იმის თაობაზე, რომ სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილებს სახელმწიფო დაჩქარებული წესით აძლევს  სტატუსს, არის ღალატის ტოლფასი და ეს ნიშნავს საქართველოს ჩათრევას ახლო აღმოსავლეთის კრიზისის პროცესში.

 საქართველო, რომლის ტერიტორიების 25 პროცენტი ოკუპირებულია, ჰყავს ნახევარ მილიონამდე დევნილი, არ არის მზად, სოციალურად დაუცველი ათეულ ათასობით ლტოლვილი მიიღოს თავის ტერიტორიაზე და საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული პირობები შეუქმნას. შესაძლებელია, ქვეყანა აღმოჩნდეს საერთაშორისო პრობლემისტერორიზმის საფრთხის წინაშე, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კატასტროფულ ზიანს მიაყენებს.

 „მემარცხენე ალიანსს“ მიგვაჩნია, რომ საქართველოს, მაქსიმუმ, შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა – სირიელი და ერაყელი ლტოლვილებისთვის შექმნას პირობები მოკლევადიან ფორმატში, მათი მესამე ქვეყნებში გადაადგილების მიზნით“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.