უცხოეთი
ათასობით სერბი ქვეყნის ნატოსთან დაახლოების წინააღმდეგ გამოვიდა (ვიდეო)

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ათასობით სერბი ქვეყნის ნატოსთან დაახლოების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებით ქუჩებში გამოვიდა. მასობრივი მიტინგი ბელგრადში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაიმართა. ამის შესახებ RT იუწყება (ვიდეო იხ. აქ).

 სერბები ნატოსთან დაახლოების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეებს ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ნატო ჩვენს ბავშვებს ხოცავდა, ეს როგორ დაივიწყეთ“, „არა ოკუპაციას“, „სერბეთი – ნატოს კოლონიაა“.

 „ვისი სახელით მოაწერეთ ხელი ოკუპაციას? სერბეთში მოქალაქეთა 80% ნატოში ქვეყნის შესვლის წინააღმდეგია და ამდენივე მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობას“, – ყვიროდნენ დემონსტრანტები.

 სერბებმა ასევე მხარი დაუჭირეს რუსეთს, რატკო მლადიჩს, კოსოვოს. ხალხმა მხარდაჭერის ნიშნად  რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებიანი პლაკატები მოიტანა.

 12 თებერვალს სერბეთმა ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიიღო, რომელიც ქვეყანაში ნატოს სამხედროების თავისუფალ გადაადგილებას და იმუნიტეტს გულისხმობს.