პოლიტიკა
„სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დავავალოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა, ვინც მოგვმართავს ჩვენი თანამემამულის გადმოსვენებაში დაფინანსებისა და დახმარების თხოვნით, უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნსაქართველოში გადმოსვენებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილთა გადმოსვენება თვეობით ვერ ხერხდებოდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს.

 პრემიერ–მინისტრმა აღნიშნული ინიციატივისთვის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.