პოლიტიკა
„თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩირქს სცხებს მთავრობას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 "მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია არა მხოლოდ ჩვენს კოალიციაზე, არამედ მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთს, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ. არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.