სამართალი
ლალი მოროშკინა: „მაპატიე, მიშიკო, ასე რომ გაგანერვიულე НТВ–ზე 26 მაისის და ციხის ამბების გახსენებით!“

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. შაბათს 21.00 საათზე НТВ-ს არხზე გავიდა გადაცემა უკრაინის ორ მაღალჩინოსანზე  –  მოქმედ შს მინისტრ არსენ ავაკოვზე და საქართველოში ძებნილ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან. გადაცემის მთავარი სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს” თავმჯდომარე ლალი მოროშკინა, რომელმაც ისაუბრა თავისი პირად ტრაგედიაზე და, ასევე, 2011 წლის 26 მაისის სასტიკ დარბევაზე, სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციაზე.

 მოროშკინას განცხადებებს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი რეაქცია “რუსთავი 2”-ზე, რასაც, თავის მხრივ, მოროშკინა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა: მე კი ვიცი, რატომაც ხტუნაობდა! მე “მაპატიე” მიშიკო, ასე რომ გაგანერვიულე нтв-ზე 26 მაისის და ციხის ამბების გახსენებით! მე და შენ ხომ ვიცით, როგორ “გკიდია” ქართული “მალაგაბარიტკა”ტელევიზიები (შენი ფრაზეოლოგიური მარგალიტების სტილი დაცულია), აი, მრავალმილიონიანმა აუდიტორიამ კი აგაღელვა! ეს მხოლოდ ჟურნალია! p.s. კარგავ უნარებს, ცოტა მაინც მოგეცადა, დაწყნარებულიყავი… ასე ნახევარი საათის მერე “გამოვარდნა”თავისმომჭრელი იყო”, - წერს მოროშკინა.