რა არის საქართველოს მთავარი სიმდიდრე? 2004 წლიდან 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი ყოველდღიურად გვიმტკიცებდა, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც, თურქმენეთის და არაბული საემიროებისგან განსხვავებით, გაზი და ნავთობი არ გააჩნია. ამით სააკაშვილი ეროვნული ღირსების გრძნობას სპეციალურად გვიკნინებდა - არწმუნებდა “მათხოვარ ქართველებს”, რომ მათი ბედი და გადარჩენის ერთადერთი შანსი დასავლელი კაპიტალისტების მონობაშია.
მაგრამ ქართველმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო თავისი წყლის რესურსებით თითქმის ყველაზე მდიდარია დედამიწის ზურგზე, რადგანაც, მდინარეებისა და ტბების გარდა, მიწისქვეშა გრუნტის წყლების 277 მილიარდი დოლარის მარაგი გააჩნია! ხოლო ორი კვირის წინ ამერიკულმა კომპანია “ფრონტერამ” განაცხადა, რომ გაზის მარაგით საქართველო მსოფლიოში ბევრ უმდიდრეს ქვეყანას უსწრებს, რადგანაც მის წიაღში 800 მილიარდი დოლარის ბუნებრივი აირი ინახება!
ქართველებო!
ახლა მაინც ხომ მიხვდით, თუ რატომ “ვუყვარვართ ასე ძლიერ” ჩვენს დასავლელ “მეგობარ პარტნიორებს”?! და რატომ ხარჯავდნენ ამხელა ფულს “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილზე და საქართველოში “დემოკრატიის დამკვიდრებაზე”?!
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო რომ ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, რომლის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია არაბ შეიხზე არანაკლებად მდიდრულად იცხოვროს, ამერიკელებზე და ქართველ მეცნიერებზე ადრე იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა იცოდა, მაგრამ საქაღალდეს გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" საბჭოთა მეცნიერთა ამის დამამტკიცებელი დასკვნით თავისი სეიფის სიღრმეში ინახავდა, რათა დასავლელი ყვავ-ყორნები საბჭოთა საქართველოს ამ სიმდიდრის გამო არ დასხმოდნენ თავს.
როცა საქართველოში გაზის მოპოვება დაიწყება, ის მოსახლეობისთვის უფასო გახდება, როგორც თურქმენეთში, წყალი კი საქართველოში დიდი ხანია უფასო უნდა იყოს ინდივიდუალური მომხმარებლისთვის! და ქვეყნის სიმდიდრე მის მოქალაქეებს შორის თანაბრად განაწილდება, როგორც არაბეთის საემიროებში, თითოეულის ანგარიშზე მყარ ვალუტაში თანხის ჩარიცხვის სახით. რადგანაც საქართველოს მთავარი სიმდიდრე, ბუნებრივი რესურების გარდა, ქართველი ხალხია!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 17 თებერვალი
საქართველო, თბილისი