საზოგადოება
„2016 წლის მაისში ნატო–საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი პირველ ქართულ ასეულს მოამზადებს“ – სტოლტენბერგი

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ილაპარაკა.

 „ნატო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. მაისში ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თბილისში პირველ ქართულ ასეულს მოამზადებს.

 ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ნაწილია. ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერია. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის მშენებლობაში და ხელს ვუწყობთ რეფორმების პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.