საზოგადოება
ზაზა გაბედავა საქართველოში ერთსქესიანი ოჯახების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „მივმართავ ყველა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს!

 თანამემამულენო, დებო და ძმებო, აუცილებელია საკონსტიტუციო შესწორების მიღება, რომლითაც განისაზღვრება, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა. არ უნდა დაკანონდეს ეს ანტიქრისტიანული და ანტიქართული ქმედება, ამიტომ მალე ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. დარწმუნებული ვარ, შემოგვიერთდება ყველა ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე.

 შეგატყობინებთ ოფისს, სადაც შეგროვდება ხელმოწერები. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამემამულეები ვართ! ღმერთი არს ჩვენთან!” - აცხადებს ზაზა გაბედავა.