უცხოეთი
აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას გული წაუვიდა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს მარტინმა პენტაგონის ბიუჯეტის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე გონება დაკარგა. ამ პრესკონფერენციაზე ოფიცერი ჟურნალისტების საკმაოდ მწვავე კითხვებს პასუხობდა. გენერალი ჯეიმს მარტინი ვაშინგტონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსანი ჯერ კიდევ ამ ღონისძიების დაწყებამდე თავს ცუდად გრძნობდა. ხოლო შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა რეპორტიორმა უახლესი ავიაგამანადგურებლის, F-35-ის დაფინანსების შესახებ კითხვა დასვა. წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს მარტინმა გონება იმის გამო დაკარგა, რომ მას წნევამ აუწია. ექიმების თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.