უცხოეთი
აშშ–ის დაზვერვის ვეტერანებმა ბარაქ ობამას MH 17–ის დაღუპვის შესახებ სპეცსამსახურების ანგარიშის გამოქვეყნება მოსთხოვეს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის დაზვერვის ვეტერანთა ჯგუფმა მოუწოდა აშშ–ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს სპეცსამსახურების ანგარიში მალაიზიური ბოინგის დაღუპვის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში, გასული წლის ივლისში. წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ყოფილი მაღალჩინოსნები, გაჟღერდა მოწოდება, შეწყდეს ბრალდებები რუსეთის მიმართ და გასაჯაროვდეს საქმის რეალური მასალები. ყოფილი მზვერავების აზრით, მონაცემთა გამოქვეყნებაზე უარის თქმა მეტყველებს იმაზე, რომ MH 17–ის დაღუპვა კიევმა ან მესამე მხარემ დაგეგმეს.

 „აშშ–ის მთავრობამ გააკეთა მოკლე მოხსენება, რომელიც დაფუძნებული იყო ცნობებზე სოცქსელებიდან და სხვა ამგვარი წყაროებიდან, სადაც დადანაშაულებული იყვნენ დონბასელი მოხალისეები და რუსეთი. თუმცა, როცა საქმე მიდგა ნამდვილ დაზვერვაზე, ის რატომღაც დადუმდა“, – ნათქვამია ვეტერანთა მემორანდუმში.