აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა  ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება. საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო.

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.