რელიგია
20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატესთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებს, სულიერ მოძღვრებსა და აღსაზრდელებს.
სასწავლებლის რექტორია მეუფე კალისტრატე.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სასწავლებელში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟების ხარჯები 2010 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით დაფინანსდა.