პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და   ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში დიალოგისათვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნის იმედი გამოთქვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე დაესწრნენ.