პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. უსაფრთხოების თემები და კრიზისების ეფექტიანი მართვის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონმა მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერმა ბრიტანელ გენერალს მადლობა გადაუხადა საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრის ჩამოყალიბებასა და ამოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის. გამოითქვა იმედი, რომ  სიტუაციური ოთახის ამოქმედების შემდეგ კრიზისულ სიტუაციებში ვითარების მართვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

საუბარი შეეხო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრო.