სამართალი
თეა წულუკიანი ბაია გადაბაძის გაფიცვას პასუხობს

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ თემას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა განმარტება გააკეთა ბაია გადაბაძის მიერ გამოცხადებულ გაფიცვაზე საჯარო რეესტრში წილების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

 "თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის, მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებდა ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებული, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ.

 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ეს "მაესტრო", "რუსთავი 2" თუ სხვა მედიასაშუალება, ისინი დარჩნენ ჩვენთან, იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მოწოდება ჰქვია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.