პოლიტიკა
„მაესტროსთან“ დაკავშირებული პროცესების პოლიტიზებას „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს" - თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური აცხადებს. პოლიტიკური მიზნები რომ ყველა პროცესის უკანაა, ეს ცალსახაა. ფაქტობრივად, მე ვხედავ ისეთ რაღაცას, რომ რაც არ არის მოსაწონი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიმე გადაწყვეტილება, თუნდაც კერძო გარიგება სხვადასხვა სუბიექტს შორის, ისინი მაშინვე იწყებენ სხვადასხვა ფორმით ბრძოლას, რომ მოხდეს გარკვეული დესტაბილიზაცია და ნებისმიერი, თუნდაც კომერციული გარიგება გახდეს პოლიტიზებული“, - განაცხადა მეჭიაურმა.