სამართალი
მაკა ასათიანი ტელეკომპანია "მაესტროს" შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. „მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

 "მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რაიმე ფორმით ვისაუბრო უგუნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომლებიც უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება ვითომდა, პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით.

 მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს „მაესტროს“ იმიჯის შელახვის უგუნურ მცდელობას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემ მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას", – აღნიშნა მაკა ასათიანმა.