საზოგადოება
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლაქტალისი“ საქართველოში შემოვიდა

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი, მსოფლიოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ნომერ პირველი გლობალური კომპანია „ლაქტალისი“ საქართველოში შემოვიდა. კომპანია,  „სანტესთან“ პარტნიორობით, ქართული პროდუქციის ბრენდირებას და რეგიონულ და მსოფლიო ბაზარზე მის გატანას გეგმავს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია. ეს არის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 75 000-ზე მეტი თანამშრომელი და მსოფლიო მნიშვნელობის თითქმის ორი ათეული ქვებრენდი აქვს. მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი ქვეყანაში შემოდის. მნიშვნელოვანია, რომლაქტალისიინვესტიციას ახორციელებს ახლა, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მას ევროპის ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ძალიან კარგია, რომ კომპანიამ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის წერტილად საქართველო აირჩია და საქართველოს მეშვეობით სურს, დაფაროს რეგიონული ბაზარი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.