აქტუალური
"პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული"- პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტმა ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა.

 "საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.