უცხოეთი
მონსონმა მოქალაქეობის თაობაზე შლემენკოს კრიტიკას უპასუხა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ცნობილმა ამერიკელმა მოჭიდავე ჯეფ მენსონმა, რომელმაც 2015 წლის ბოლოს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მოჭიდავე ალექსანდრე შლემენკოს კრიტიკას უპასუხა.

 მსოფლიოში ცნობილი მიქსფაიტერის აზრით, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება ჯეფ მონსონისა და მოკრივე როი ჯონსითვის სამარცხვინოა.

 „მინდა კიდევ ერთელ გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჩემთვის რუსეთის მოქალაქეობის მონიჭებისთვის. ვამაყობ იმით, რომ ამ დიადი ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემი ცხოვრების აწყობასაც აქ ვგეგმავ.

 რაც შეეხება შლემენკოს, ის დიდი მოჭიდავეა და მას და მის გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მონსონმა.