უცხოეთი
იუსტიციის სამინისტრო შეუძლებლად მიიჩნევს რფ–ის მონაწილეობას ჰააგის სასამართლოს მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამოძიებაში

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში განმარტეს, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი და შესაბამისად, ის ქვეყანაში ძალაშიც არ შესულა.

როგორც ცნობილია, რუსეთმა რომის სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ კომენტარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გააკეთა. მისი თქმით, თუ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი უარს იტყვიან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ეს მასზე გავლენას არ იქონიებს და არც პრობლემებს შექმნის.