საზოგადოება
„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ „მიშა 2“-ს - თინა ხიდაშელს და მის პოლიტიკურ ოჯახს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება!“ – ირმა ინაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსმა“ მორიგი პარტიული ყრილობა გამართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე ხელახლა აირჩიეს. „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით თარხან-მოურავი იქნება. მხარდამჭერთა სიმრავლის გამო შეკრება ღია ცისქვეშ გაიმართა (ვიდეო იხ. აქ).

 „2016 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წელი. ჩვენი გამარჯვებისთვის აუცილებელია, გავერთიანდეთ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ სამართლიან, ბედნიერ საქართველოში, სადაც ახლა 76 000 ბავშვი შიმშილობს და ჩინოვნიკები კი 60 000-იან პრემიებს იღებენ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა საგარეჯოში. ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც გამარჯვებულ კაცს დამარცხებულად აცხადებენ... ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ძველი გამოცდილება და ვებრძოლოთ ახალმიშა 2“- - თინა ხიდაშელს და მის პოლიტიკურ ოჯახს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

 ყრილობაზე დავით თარხან მოურავმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა არ შეიცვლება, მასშტაბური და პერმანენტული ხასიათის  შიმშილობის აქციები დაიწყება.