აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვდა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ვარშავის სამიტი, საჯარო სამსახურის სფერო და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვედრის მთავარი თემები.

 საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. პრემიერმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უახლოესი მომავლის გეგმებიც გააცნო.

 შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.