საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის აქტივისტებთან შეხვედრაზე, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მწვავე კითხვებს უპასუხა: ლენინის დაკრძალვის , რამზან კადიროვისადმი დამოკიდებულების შესახებ, ამასთანავე განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როცა ქვეყნისათვის დადებულ ნაღმზე ლაპარაკობდა. პრეზიდენტის განმარტებით, სტალინმა ჩამოაყალიბა მომავალი საბჭოთა კავშირის ავტონომიზაციის იდეა, როცა მომავალი სახელმწიფოს ყველა სუბიექტი სსრკ–ში ავტონომიის საფუძველზე, ფართო უფლებამოსილებებით უნდა შესულიყო, თუმცა, ლენინმა სტალინის პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს არადროული, არასწორი იდეა იყო.
„მაშინ სულ ოთხი სუბიექტი იყო – რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და, სხვათა შორის, სამხრეთ რუსეთი. ჰოდა, ლენინმა წინადადება წამოაყენა, რომ სახელმწიფო, საბჭოთა კავშირი, შექმნილიყო სრული თანაბარუფლებიანობის საფუძველზე, საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებით. სწორედ ესაა ნელი მოქმედების ნაღმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნაგებობის ქვეშ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.