უცხოეთი
პენტაგონი: რუსული Су-27 შავი ზღვის თავზე აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავს სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მარკ რაიტმა განაცხადა, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც ბალტიის ზღვის თავზე რუსული ავიაგანამანდურებელი კინაღამ შეეჯახა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გაამწვავებს. „საფრთხის შემცველ და არაფროპესიონალურ მანევრს შეეძლო ზიანი მიეყენებინა ეკიპაჟისათვის. გარდა ამისა, ცალკეული პილოტის ქმედებებმა შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვიოს“, – განაცხადა რაიტმა.

 „აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135U ასრულებდა გეგმიურ ფრენას საერთასორისო საჰაერო სივრცეში და მისი ამოცნობა რუსულმა სუ-27-მა საშიში და არაპროფესიონალური მეთოდებით განახორციელა“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავი რუსეთის საზღვარს უახლოვდებოდა და თან ტრანსპორდერი ჰქონდა გამორთული, ანუ დისპეტჩერებს მისი ამოცნობა არ შეეძლოთ. ამიტომ საჭირო გახდა გამანადგურებლის აფრენა და მისთვის გზის გადაჭრა. წარმომადგენლის თქმით, გამანადგურებელმა დისპეტჩერს მხოლოდ თვითმფრინავის ბორტის ნომერი გადასცა.