საზოგადოება
„მმართველ ძალას გვაქვს პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 „ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა გამარჯვებულს მივულოცო. არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც  ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანამიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობაჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები“, –აღნიშნა პრემიერმა.

 „მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს იქნებ გადავხედოთ  რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ფულადი ჯარიმებია ეს თუ სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ, მაგრამ ბევრ ცივილიზებულ სამყაროში უფრო მკაცრი სასჯელებია გათალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე“, – განაცხადა ასევე პრემიერმა.