საზოგადოება
ნანა დევდარიანი: "ვერავინ გასწევდა საქართველოში რუსულ პროპაგანდას ისე ნაყოფიერად, როგორც აგრამუნტი თავისი განცხადებით!" (ვიდეო)

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანის განცხადებით, ვერავინ ვერ გაწევდა საქართველოში რუსულ როპაგანდას ისე ნაყოფიერად, როგორც მაგალითად აგრამუნტიმ გააკეთა მისი განცხადებით. თან ეს არ არის ერთადერთი განცხადება. ჩვენ აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან მსგავსი განცხადებები. ამიტომ დასავლეთმა სკეპტიციზმის ზრდის მიზეზები რუსულ პროპაგანდაში კი არ უნდა ეძებოს, არამედ საკუთარ ზერელე და ზედაპირულ დამოკიდებულებაში იმ საკვანძო პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ქართული საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა (იხ. ვიდეო).

 აღნიშნული განცხადება გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის თოქ-შოუ არგუმენტების დროში“ გააკეთა.