სამართალი
„ნაციონალებისთვის“ გარდაბანი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია!“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ის, რაც გარდაბანში ხდება ესაა დადგმული პროვოკაცია, რომლის  მიზანია არჩევნების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ჩაიშალოს, ამ პროვოკაციის შემოქმედი კი ნაცმოძრაობა, ნაცმედია, მისი სატელიტი არასამთავრობოებია, - განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავააძემ.

 მჟავანაძის განცხადებით: „ოდესიდან დამოძღვრილები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მსოფლიო საზოგადოების წინაშე ისეთი სურათი შექმნან თითქოს არჩვენებს მათ უყალბებენ, რათა შემდგომში მათ ლობისტებს ევროპაში მიაღებუნონ რეზოლუციები სადაც საქართველოს ხელისუფლება იქნება დადანაშაულებული არჩევნების გაყალებებაში.  მიხეილ  სააკაშვილის და მისი თანამოაზრეებისთვის  გარდაბანი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ისინი ამ პროვოკაციას უფრო ფართო მასშტაბებში უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებითვის გაიმეორებენ  ნაცმედიის, სატელიტი არასამთავრობოების მეშვეობით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაისაჯოს ყველა ის პროვოკატორი, რომელიც ცდილობს არჩევნების შედეგებზე იქონიოს გავლენა დესტრუქციული მეთოდებით და დაძაბოს სიტუაცია“.